суббота, 27 октября 2012 г.

პოლონეთის არმიაში....

პოლონელებმა თავის ჯარში მიღებით კარი გაუხსნეს არა მხოლოდ იუნკრებს, არამედ მაღალ სამხედრო ოფიცრობას, რითაც საშუალება მისცეს მათ სამხედრო სასწავლებლებსა და სპეციალურ კურსებზე თავიანტი ცოდნა აეღორძინებინათ.
ესენი იყვნენ,

გენერლები:
1. ყაზბეგი
2. ბაქრაძე
3. კონიაშვილი
4. ზაქარიაძე
5. ჩხეიძე

პოლკოვნიკები:
1. გველესიანი
2. ვაჩნაძე
3. მიქელაძე
4. ბაგრატიონი
5. კანდელაკი
6. კვიკვიძე
7. ერისთავი
8. თევზაძე

მაიორები: 
1. ქუთათელაძე დავითი
2. ქუთათელაძე ბიძინა
3. ტერიაშვილი კონსტანტინე
4. კოზიაშვილი ალექსანდრე
5. შალიკაშვილი დიმიტრი
6. სიამაშვილი ლადო
7. ფავლენიშვილი გიორგი
8. არონიშიძე არტემი
9. ალავიძე ალექსანდრე
10. ყიფიანი ალექსანდრე
11. მაჭავარიანი დავითი

კაპიტნები:
1. კვალიაშვილი ლევანი
2. კანდელაკი მიხეილი
3. ინჯია ვასილი
4. ვაჩნაძე დავითი
5. მამალაძე ზენონი
6. რუსიაშვილი მიხეილი
7. კლიმიაშვილი დავითი
8. ქავთარაძე ივანე
9. ჭყონია

ამათგან,
მაჭავარიანი ლევანი გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის წინ, დასაფლავებულია გილრიში.
მამალაძე ზენონის გვამი იპოვეს ომის დროს კატინის დახვრეტილთა სასაფლაოზე.
ჭყონია - მფრინავი, დაიღუპა 1939 წლამდე,  დასაფლავებულია ვარშავაში.
პოლკოვნიკი ნიკოლოზ ვაჩნაძე გარდაიცვალა გერმანიაში ტყვეობაში, დაკრძალულია ბუხენვალდის სასაფლაოზე ბერლინის მახლობლად. გვამის გაკვეთის დროს კუჭში აღმოაჩნდა პატარა ბოთლის ნამტვრევები შხამით. როგორც ჩანს თავი მოიწამლა.

იუნკრები:

1. ნანუაშვილი ივანე - სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული. გერმანელებთან ომის დროს ქვეითთა ჯარის დივიზიის საოპერაციო დარგის უფროსი. გამოირჩეოდა ნიჭიერებით და შესანიშნავი მეხსიერებით. სამხედრო ხელოვნების ღრმა ცოდნით და ხასიათის სიმტკიცით. მოახერხა ტყვეობიდან თავის დაღწევა. მონაწილეობდა ომში გერმანელთა წინააღმდეგ. ომის სემდეგ წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და თავს ირჩენდა მძღოლობით.
ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნა ნაშრომი: "რა უნდა იცოდეს ყველა ადამიანმა საბჭოთა კავშირზე", რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქართველ ემიგრანტებში.
იყო "იუნკერთა კავშირის" აქტიური წევრი და ჟურნალ "მხედრის" თანამშრომელი.
ამერიკაში დაავადდა კუჭის კიბოთი, დაკრძალულია კალიფორნიაში.

2. მათიკაშვილი ნიკოლოზი -  ცნობილი ქართველი პოეტის, გიორგი ლეონიძის ღვიძლი დეიდაშვილი. სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული. მსახურობდა ქ. ლვოვის მე-19 ქვეითთა პოლკში. გერმანელებთან ომის დროს ეკავა პოლკის ტაქტიკური ადიუტანტის ( შტაბის უფროსის) თანამდებობაზე. მსახურობდა ასევევ სამხედრო სამინისტროში ქვეითი ჯარის წვრთნის დარგში.
იყო "იუნკერთა კავშირის" აქტიური წევრი და ჟურნალ "მხედრის"  თანამშრომელი, ასევე, პოლონეთის აღმოსავლეთმცოდნეთა კავშირის წევრი და ჟურნალ "ფშევლონდ ორინტალისტიჩის" თანამშრომელი.

3. ლაღიძე დავითი -
 


6 комментариев:

  1. Iunkrebs udidesi wvlili miudzgvit. samagalitoa mati saqcieli, samwuxarod dges-dgeisobit mati gmiroba, tavdadeba da tavganwirva arasatanadodaa dafasebuli . kojrs gzaze aris aris sakamoad mokrdzalebuli memoriali, romelic mat pativsacemadaa agmartuli. Iunkrebma girseulad gaswires tavi saqartvelostvis, mat uari tqves xorciel cxovrebaze da sulis zeims miecnen , girseulad daimkvidres adgili qartveli eris gulebsa da saqartvelos istoriashi. dzalian sainteresoa tqveni blogi, vinaidan is sheicavs im istoriul sinamdviles r ac iyo vfiqrob es blogi aamagles qartveli axalgazrdebis patriotisms, suliskvetebas da gaacnobs mat saqartvelos istorias iunkrta girseuli tavganwirvis shesaxeb. (Pata Birkaia)

    ОтветитьУдалить
  2. დიდი მადლობა ამ ლამაზი კომენატრისთვის, პატა. გაიხარე. ვეცდები ზალიან ძალიან დავხვეწო და დავასრულო ბოლომდე ეს ბლოგი. სტიმული მომეცი შენ მე. ფიქრია.

    ОтветитьУдалить
  3. ამას წინათ, ერთ საიტზე მიწერილ კომენტარში (სადაც გიორგი ლეონიძის შესახებ იყო საუბარი) ასეთი რამ ამოვიკითხე და საჭიროდ ჩავთვალე აქ მიმეწერა, რომ ეს ინფორმაციაც ყოფილიყო შნახული იუნკრებთან ერთად...



    David Gamtsemlidze · Follow · Works at Gaumarjos
    გიორგი ლეონიძეს პოლონეთში ყავდა ალალი დეიდაშვილი ნიკოლოზ მათიკაშვილი ეს ის მათიკაშვილია რომელიც სტალინის ამხანაგი და კლასელი იყო სემინარიაში.მერე გზები გაიყარა როგორც სამხედრო იძულებული ხდება ემიგრაციაში წავიდეს თურქეთისა და საბერძნეთის გავლით ჩამოდის პოლონეთში. აქ დაქორწინდა ჰანია (ნინა) შოდე-ზე. შვილი არ დარჩათ .მაიორის წოდებით 90 წლის გარდაიცვალა.ნინას სიბერეში ჩვენც ვმეურვეობდით დაახლოებით 10 წელზე მეტი.ალბათ წარმოიდგენთ რამდენი ისტორია აქვს მოყოლილი ამ მოსიარულე "ისტორია-ენციკლოპედიას" განსაკუთრებული სითბოთი იხსენებდა გიორგი ლეონიძეს.გარდაიცვალა 4 წლის წინ .იცოცხლა 101 წელი და 4 თვე. ძველი სახლი რომელიც დარჩა დაუტოვა გადაუფორმა საქართველოს.
    ღმერთმა ნათელში ამყოფოთ.

    http://georoyal.ge/?MTID=5&TID=41&id=1450

    ОтветитьУдалить
  4. გამიგია, რომ პოლონეთში, რომელიღაც იუნკერმა, რომელსაც პოლონელი მეუღლე ჰყავდა, თავისი პოლონური სახლი საქართველოს აჩუქა და უფრო მეტიც, რომ იმ სახლში განთავსდა ქართველი იუნკრების მუზეუმი. მაგრამ ეს თუ ნიკოლოზი იყო, ნამდვილად არ ვიცოდი. მადლობა.

    ОтветитьУдалить
  5. Golden Nugget Hotel and Casino - Mapyro
    강릉 출장샵 hotel-and-casino-loc › 천안 출장마사지 hotel-and-casino-loc Golden Nugget Hotel 상주 출장안마 and Casino - Mapyro - 3131 South Las Vegas 순천 출장샵 Blvd S, 용인 출장안마 Las Vegas, NV, 89109. Coordinate: 5.4 km

    ОтветитьУдалить