თბილისის მისადგომებიდან ბათუმამდე....

"მზე ჩასვლაზე იყო თოვლით დაფარულ კოჯრის მაღლობზე რომ ავედით. მაშინათვე პოლკოვნიკ ჩხეიძის მითითებით პოზიციების დაკავებას და მოწყობას შევუდექით. საქმე არც ისე ადვილი იყო. ციოდა. თოვლით დაფარულ, ღრმად გაყინულ მიწის სანგრებად და ძნელად მისადგომ პოზიციებად გადაქცევა დიდ ჯაფას მოითხოვდა."
        ბრძოლები საკმაოდ მძიმე იყო და არც იუნკრებს ჰქონიათ ადვილი პირობები. ისინი 20-23 წლის ახლაგაზრდები იყვნენ. "არც ტანსაცმელი გააჩნდათ ამინდის შესაფერი, საზაფხულო სამოსელზე თხელი, წყლისგაუმტარი, სითბოს მოკლებული ხელოვნური იტალიური ქსოვილისაგან შეკერილი პალტოები გვეცვა. ჩვენ ტანსაცმელში (ცხვრითა და მატყლით მდიდარ ქვეყანაში), ერთი ღერი მატყლიც არ ერია. დღისით სანგრებში ყოფნისას ტანსაცმელი წყლით იჟღინთებოდა, ღამით ფიცრებად იყინებოდა და იარაღის მოხმარებასა და მოძრაობას გვიძნელებდა, ოღონდ გულში იმდენი ძალა შეგვწევდა, რომ ამ სიძნელეებისთვის ანგარიში არ გაგვეწია და მტრის ყოველ მოძრაობას დროზე და შესაფერად შევხვედროდით. მოკლედ ჩვენ სულისკვეთებაზე ვერავითარი სიძნელე ვერ მოქმედებდა და ვერ გვასუსტებდა. სიკვდილზე არც არავინ ფიქრობდა და არც შეგვშინებია.... შიგა და შიგ ჯანღი რომ ჩამოწვებოდა წრე შეგვიკრავს და სიმღერა და ცეკვა წამოგვიწყია.... შორიდან რომ მოეკრა ვინმეს ყური, რას იფიქრებდა, რომ ყველაფერი ეს გაჩაღებული ბრძოლების დროს ხდებოდა...."


ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ 
  1. ალექსანდრე ახვლედიანი
  2. პლატონ დოლიძე
  3. შალვა ერისთავი
  4. პავლე იაკობაშვილი
  5. ლევან კანდელაკი
  6. ოთარ ლორთქიფანიძე
  7. მიხეილ ლოლუა
  8. ილია ჯანდიერი
  9. იოსებ ჯანდიერი
  10. არჩილ ჯანდიერი
  11. გიორგი ანდრონიკაშვილი
  12. გიორგი ზედგინიძე
  13. გიორგი იაშვილი
  14. ვახტანგ ისკანდერაშვილი
  15. ივანე კერესელიძე
  16. რევაზ ფავლენიშვილი
  17. ივანე ჯამასპიშვილი
  18. გრიგოლ კიკიანი
  19. პალიკო ბეშქენაძე (მოხალისე)
  20. ნიკოლოზ ზანდუკელი
  21. ნიკოლოზ სტურუა
  22. მიხეილ თუმანიშვილი
  23. ნიკოლოზ კალანდარიშვილი
  24. გენო ქარუმაძე
  25. ვანო მუჯირიშვილი
  26. სანდრო მუჯირიშვილი
  27. ჯიშკარიანი (ჯარისკაცი)
  28. ირაკლი თოიძე (კაპიტანი)
  29. ბესარიონ კემულარია (შტაბს-კაპიტანი)
  30. არჯევან ანანიაშვილი (მაიორი)
  31. გაბრიელ გეხტმანი
  32. მიხეილ იოსელიანი
  33. გერონტი არჩვაზე (მოხალისე)


მტერი თბილისისკენ მარავალი მხრიდან მოიწევდა. კერძოდ, 
საბჭოთა არმია (მე-8, მე-9, მე-11, მე-13 წითელი არმიები, ბუდიონის და ჟლობის კავალერიები) საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე მხრიდან შემოიჭრა. 
იხილეთ 1921წ. 11 თებერვლის რუკა
იქმნებოდა ქალაქის ალყაში მოქცევის და მთელი ჯარის განადგურების საშიშროება. 1921წ. 24 თებერვლის ღამით უკანდახევის საბედისწერო ბრძანება გაიცა....
1921წ. 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის არმია თბილისში შემოვიდა.........

იუნკრები




















«თბილისის გასაბჭოების მეორე დღეს, 26 თებერვალს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო.
წინ მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველ ჭაბუკთა გვამები ესვენა. ხოლო უკან, ნელი ნაბიჯით, მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია ამ პროცესიისათვის ხელი შეეშალა», იხსენებს ამ ტრაგიკული მოვლენების შემსწრე გერონტი ქიქოძე


 უკანდახევისას მთელი გზა ბათუმამდე ბრძოლით გაიარეს იუნკრებმა.


"ბათუმში გაურკვეველი მდგომარეობა დაგვხვდა. სადგური, ქუჩები, მოედნები სავსე იყო ჯარებით, გვერდით კი იმავე ქუჩებში პატარ-პატარა წითელი ფესებდახურული შეიარაღებული ოსმალეთის ჯარისკაცთა ჯგუფები დადიოდნენ. ზღვაზეც მოჩანდა თეთრიალქნიანი ჯარისკაცებით სავსე მოზრდილი ნავები. მთის მწვერვალებზე მყოფი სიმაგრეებიდან სროლის ხმა მოისმოდა.
წესრიგის აღსადგენად და მორალის ასამაღლებლად გენ. კვინიტაძემ აღლუმის ჩატარება ბრძანა. დაფაცურდნენ უფროსები. წესრიგში მოიყვანეს ნაწილები.....ბათუმის ოსმალთაგან გაწმენდა გენ. კვინიტაძემ გენ. მაზნიაშვილს მიანდო. ამ საქმეში მას ბოლშევიკთა ჯარებიც ეხმარებოდნენ...." (ნ, მათიკაშვილი, მ. კვალიაშვილი.)

ბათუმში დამფუძნებელი კრების უკანასკნელ სხდომაზე 1921წ. 21 თებერვალს გადაწყდა, რომ მთავრობა საქართველოს ტოვებს და მიემგზავრება დასავლეთ ევროპაში იმ იმედით, რომ იქიდან შეეცდება პოლიტიკური ზომებით საქართველოს გათავისუფლებას ბოლშევიკური ხელისუფლებისაგან. მთავრობას მიჰყვებოდა მთავარსარდალი და ყველა პოლიტიკური მოღვაწე, ვისაც კი აქ დარჩენის შემთხვევაში რაიმე საფრთხე მოელოდა ახალი ხელისუფლებისგან.
იუნკრებს გამოუცხადეს,  "რომ ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია სამშობლო დატოვოს. საზღვარგარეთ მთავრობა ზომებს მიიღებს მათ ევროპის სახელმწიფოთა სამხედრო სასწავლებლებში მოსაწყობად.......გამოგვიცხდეს და საფიქრალშიც ჩაგვაგდეს., დავრჩეთ თუ წავიდეთ? დარჩენა მტრის სამსახურში ჩადგომას ნიშნავდა, წასვლით  კი შეიძლება უცხოეთში უმაღლესი ცოდნა მიგვეღო და მომავალში განთავისუფლებულ საქართველოში ცოდნით აღჭურვილნი დავბრუნებულიყავით....ზოგმა ჩვენგანმა სახლში დაბრუნება არჩია. "გავინაწილებთო სამშობლოს ბედსო და მშობლებსაც ხომ პატრონობა უნდაო". უმრავლესობამ სამშობლოდან გასვლა არჩია" (ნ, მათიკაშვილი, მ. კვალიაშვილი.)


***********************************************************************************************************

საქართველოში დარჩენილი იუნკრების ნაწილი მოგვიანებით ბოლშევიკებმა წინააღმდეგობის გამო დახვრიტეს 1923-1930წ.წ.


დახვრეტილ იუნკერთა სია

  1. მამუკა ასათიანი  იუნკერი, დახვრიტეს 1924 წელს.
  2. გიორგი ფურცელაძე  იუნკერი, დახვრიტეს 1924 წელს.
  3. დავით სარჯველაძე  იუნკერი, დახვრიტეს 1923 წელს.
  4. იასონ-მალხაზ ჭავჭავაძე  იუნკერი, დახვრიტეს 1924 წელს.
  5. გიგლა გარსიაშვილი  იუნკერი, დახვრიტეს 1924 წელს.
  6. ზურაბ ჭავჭავაძე  იუნკერთა სკოლის ოფიცერი. დახვრიტეს 1930 წელს.
  7. ევგენ ღვალაძე  ეროვნული არმიის პორუჩიკი. იბრძოდა იუნკრებთან ერთად. დახვრიტეს 1937 წელს.
  8. გრიგოლ კახაძე  მოხალისე, დახვრიტეს 1924 წელს.
  9. გაბრიელ მაყაშვილი  იუნკერი, დახვრიტეს 1925 წელს.
  10. ნიკოლოზ მაყაშვილი  შტაბს-კაპიტანი, დახვრიტეს 1923 წელს.
  11. არჩილ ჯანდიერი  იუნკერი, დახვრიტეს 1924 წელს.

Комментариев нет:

Отправить комментарий