პოლონეთის არმიაში....

პოლონელებმა თავის ჯარში მიღებით კარი გაუხსნეს არა მხოლოდ იუნკრებს, არამედ მაღალ სამხედრო ოფიცრობას, რითაც საშუალება მისცეს მათ სამხედრო სასწავლებლებსა და სპეციალურ კურსებზე თავიანტი ცოდნა აეღორძინებინათ.
ესენი იყვნენ,

გენერლები:
1. ყაზბეგი
2. ბაქრაძე
3. კონიაშვილი
4. ზაქარიაძე
5. ჩხეიძე

პოლკოვნიკები:
1. გველესიანი
2. ვაჩნაძე
3. მიქელაძე
4. ბაგრატიონი
5. კანდელაკი
6. კვიკვიძე
7. ერისთავი
8. თევზაძე

მაიორები: 
1. ქუთათელაძე დავითი
2. ქუთათელაძე ბიძინა
3. ტერიაშვილი კონსტანტინე
4. კოზიაშვილი ალექსანდრე
5. შალიკაშვილი დიმიტრი
6. სიამაშვილი ლადო
7. ფავლენიშვილი გიორგი
8. არონიშიძე არტემი
9. ალავიძე ალექსანდრე
10. ყიფიანი ალექსანდრე
11. მაჭავარიანი დავითი

კაპიტნები:
1. კვალიაშვილი ლევანი
2. კანდელაკი მიხეილი
3. ინჯია ვასილი
4. ვაჩნაძე დავითი
5. მამალაძე ზენონი
6. რუსიაშვილი მიხეილი
7. კლიმიაშვილი დავითი
8. ქავთარაძე ივანე
9. ჭყონია

ამათგან,
მაჭავარიანი ლევანი გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის წინ, დასაფლავებულია გილრიში.
მამალაძე ზენონის გვამი იპოვეს ომის დროს კატინის დახვრეტილთა სასაფლაოზე.
ჭყონია - მფრინავი, დაიღუპა 1939 წლამდე,  დასაფლავებულია ვარშავაში.
პოლკოვნიკი ნიკოლოზ ვაჩნაძე გარდაიცვალა გერმანიაში ტყვეობაში, დაკრძალულია ბუხენვალდის სასაფლაოზე ბერლინის მახლობლად. გვამის გაკვეთის დროს კუჭში აღმოაჩნდა პატარა ბოთლის ნამტვრევები შხამით. როგორც ჩანს თავი მოიწამლა.

იუნკრები:

1. ნანუაშვილი ივანე - სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული. გერმანელებთან ომის დროს ქვეითთა ჯარის დივიზიის საოპერაციო დარგის უფროსი. გამოირჩეოდა ნიჭიერებით და შესანიშნავი მეხსიერებით. სამხედრო ხელოვნების ღრმა ცოდნით და ხასიათის სიმტკიცით. მოახერხა ტყვეობიდან თავის დაღწევა. მონაწილეობდა ომში გერმანელთა წინააღმდეგ. ომის სემდეგ წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და თავს ირჩენდა მძღოლობით.
ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნა ნაშრომი: "რა უნდა იცოდეს ყველა ადამიანმა საბჭოთა კავშირზე", რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქართველ ემიგრანტებში.
იყო "იუნკერთა კავშირის" აქტიური წევრი და ჟურნალ "მხედრის" თანამშრომელი.
ამერიკაში დაავადდა კუჭის კიბოთი, დაკრძალულია კალიფორნიაში.

2. მათიკაშვილი ნიკოლოზი -  ცნობილი ქართველი პოეტის, გიორგი ლეონიძის ღვიძლი დეიდაშვილი. სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული. მსახურობდა ქ. ლვოვის მე-19 ქვეითთა პოლკში. გერმანელებთან ომის დროს ეკავა პოლკის ტაქტიკური ადიუტანტის ( შტაბის უფროსის) თანამდებობაზე. მსახურობდა ასევევ სამხედრო სამინისტროში ქვეითი ჯარის წვრთნის დარგში.
იყო "იუნკერთა კავშირის" აქტიური წევრი და ჟურნალ "მხედრის"  თანამშრომელი, ასევე, პოლონეთის აღმოსავლეთმცოდნეთა კავშირის წევრი და ჟურნალ "ფშევლონდ ორინტალისტიჩის" თანამშრომელი.

3. ლაღიძე დავითი -
 

Комментариев нет:

Отправить комментарий