ალექსანდრე ჩხეიძე

პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე



        ის გახლდათ პოლკოვნიკი, უაღრესად კეთილშობილი პიროვნება,  ხელმძღვანელი იუნკერთა სასწავლებლისა. იუნკრები მას ძალიან დიდი სიყვარულით იხსენებენ.  "პოლკოვნიკმა ალექსანდრე ჩხეიძემ მოუპოვა იუნკერთა სკოლას გმირთა სახელი და დიახ, რომ ღირსია პატივით მოხსენიებისა. დადგება ალბათ დრო, რომ მომავალი ისტორიკოსი თავის ადგილს მიუჩნევს სამშობლოსთვის დაღუპულ გმირთა შორის." -  ამბობდნენ ალექსანდრე ჩხეიძეზე. დამოუკიდებლობის პერიოდში იგი სამხედრო სასწავლებლის შენობაში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. ალექსანდრე ჩხეიძე გახლდათ გენერალ გიორგი კვინიტაძის სიძე, დის ქმარი. ჰყავდა ორი ტყუპი ვაჟი. სამწუხაროდ, ორივე 1939წ.-მდე დაკარგა უცხოეთში. საქართველოს გარეთ გახიზნული პოლკოვნიკი თვალს არ აშორებდა იუნკერთა ყოფას. ბინას მუდამ მათ სიახლოვეს ქირაობდა, რომ მათი დავაჟკაცების, აღზრდისა და წვრთნისათვის თვალი ედევნებინა. ასე იყო ჯერ თურქეთში და შემდეგ პოლონეთში ყოფნისას...
         სიცოცხლის ბოლო წლებში პოლკოვნიკი ჩხეიძე ქალაქ ლვოვში ცხოვრობდა. ლვოვი მეორე მსოფლიო ომამდე პოლონეთის შემადგენლობაში შედიოდა. 1939წ. 23 აგვისტოს მოლოტოვ-რიბენტროპის ცნობილი პაქტით საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს. უკვე გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და  უგზო-უკვლოდ  გააქრეს.  უპატრონოდ და უსახსროდ დარჩენილი მისი მეუღლე, სოფიო კვინიტაძე - ორშვილ და ქმარდაკარგული, ხანში შესული და სუსტი ქალბატონი, ძროხების მწველავად გადაასახლეს "თურქესტანში" . მძიმე და უჩვეულო შრომა დამღუპველი აღმოჩნდა მისთვის. სოფიო დაავადდა და საქართველოში დაბრუნებული მოკლე ხანში გარდაიცვალა...

Комментариев нет:

Отправить комментарий