მარო მაყაშვილი

მარო მაყაშვილს მუდმივად იუნკრების გვერდით მოიხსენიებენ.....
ის მხოლოდ 19 წლის იყო. " კოტე მაყაშვილის დედოფალივით გაზრდილი ასული, ლამაზი, სათნო და ჭკვიანი" 
17 თებერვალს მოწყალების დად ჩაეწერა მოხალისეთა შორის.
ორიოდე დღე ფრონტზე...

 ორად-ორი ბარათი... 

«საყვარელო მამა, მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთ პოზიციიდან ნახევარ ვერსზე ვართ, მეორისგან - 5 თუ 7-ზე. ძალიან სცხებენ ჩვენები. ყველანი ძალიან მადლიერნი არიან ჩემით. ცოტა თხილი და რამე ტკბილი გამომიგზავნეთ, თუ რასაკვირველია შესაძლებელია. თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს.
 შენი მარო».
«...ისე არა სცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!“
18 თებერვალი.



მაროს თებერვლის თოვლსა და ტალახში, სისხლსა და სიკვდილში ნირი არ შესცვლია, ცრემლით აცილებდა სულთმობრძავ მეგობრებს, ცოცხლებს ჭრილობებს უხვევდა... შემდეგ ტყვია თავადაც მოხვდა... წავკისის მიმართულებით, დაჭრილებით სავსე ორთვალათი მიმავალს მტრის ყუმბარამ კეფა შეუნგრია...
ეს 19 თებერვალს მოხდა........... 

                                                 რას გვიამბობენ მაროზე.....

 
ქაშვეთში გადმოასვენეს და ნატყვიარი რომ დაეფარათ, ლამაზი თავი თეთრი ხილაბანდით შეუკრეს. ის უკვე აღარ იყო პატარა ქართველი ქალი, გმირად იქცა და მთელი საქართველო დასტიროდა...


წირვას აღავლენდა დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე.

მარო «სობოროს» ეზოში 23 თებერვალს, დღის 12 საათზე დაკრძალეს
 "სობორო" - რუსული სამხედრო ტაძარი, რომელიც თანამედროვე პარლამენტის ადგილზე იდგა თბილისში......
მარო მაყაშვილის  დღიური




ახალი წიგნი ლიტერატურის მუზეუმის გამომცემლობისგან - მარო მაყაშვილის აქამდე გამოუქვეყნებელი ჩანაწერები. წიგნის ფასი ლიტერატურის მუზეუმში 10 ლარი.

2012 წელს ლიტერატურის მუზეუმს თათული ღვინიაშვილმა გადმოსცა მწერალ ანა ღვინიაშვილის არქივი. ამ არქივში აღმოჩნდა მარო მაყაშვილის ჩანაწერების ახალი, დღემდე დაკარგულად მიჩნეული, რვეული.

რუსეთის წითელ იმპერიასთან ბრძოლაში დაღუპული 19 წლის მოწყალების და მარო მაყაშვილი საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი სიმბოლური ფიგურაა.

ასეც რომ არ იყოს, ეს ჩანაწერები მაინც საინტერესო იქნებოდა გამოსაქვეყნებლად ჩვენში, სადაც მსგავსი დღიურებით დიდად განებივრებულნი არ ვართ, თანაც საქართველოს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს და, სამწუხაროდ, დღემდე თითქმის უცნობ მონაკვეთზე.
მარო მაყაშვილის დღიურები გადმოგვცემს საქართველოს ხანმოკლე დამოუკიდებლობის პერიოდს. საინტერესოა ახალგაზრდა ადამიანის მოვლენების ხედვა, ზოგჯერ რადიკალური შეფასებები, ყოველდღიური ცხოვრების მომენტები, ოცნებები და იმედები, რომლებსაც ახდენა არ ეწერათ.

მარო მაყაშვილი მტრის ყუმბარამ მოკლა კოჯორთან
19 თებერვალს. 23 თებერვალს ის თბილისში, რუსთაველზე, სამხედრო ტაძრის ეზოში, საძმო საფლავში დაკრძალეს რუსეთთან ომში დაცემულ მეომრებთან ერთად.

25 თებერვალს რუსეთის წითელი არმია თბილისში შემოვიდა.
მარო მაყაშვილის დღიურების აქამდე ცნობილი ნაწილი პირველად არჩილ სულაკაურმა გამოაქვეყნა ჟურნალში
„მნათობი“ 1996 წელს, პატარა წიგნაკად კი _ ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა 2004 წელს. სამწუხაროდ, გამოცემაში ტექსტი დაბეჭდილია კუპიურებით და ზედმეტად რედაქტირებულია, არ არის შეტანილი დღიურში არსებული ჩანახატები და გაზეთიდან ამონაჭერი.

წინამდებარე გამოცემა მკითხველს სთავაზობს მარო მაყაშვილის დღიურს სრული სახით, ავტორის დამახასიათებელი სტილისა და ორთოგრაფიის დაცვით.



 კონსტანტინე მაყაშვილის ლექსები გმირი შვილებისადმი

Комментариев нет:

Отправить комментарий