пятница, 1 июня 2012 г.

დევნილობაში....

   მარშუტი ევროპაში. ძალიან გრძელი და დამღლელი, დაუსრულებელი მოლოდინით აღსავსე აღმოჩნდა...იუნკრები იმედოვნებდნენ, რომ უცხოეთში წასვლით უმაღლეს სამხედრო ხელოვნებას დაეუფლებოდნენ და მომავალში განთავისუფლებულ საქართველოში ცოდნით აღჭურვილნი დაბრუნდებოდნენ.
    ძალიან ამაღელვებელია სამშობლოში მათი ყოფნის უკანასკნელი წუთები: " მოაჯირს მიყრდნობილნი ბათუმს გავცქეროდით. იქიდან ზარბაზნების გრგვინვა და ტყვიამფრქვევთა კაკანი მოისმოდა....იუნკერთა სევდიანი სახეები ღრმად ჩაფიქრებასა და სევდას მისცემოდა... დილით ადრიანად წამოვცვივდით, ავირბინეთ გემბანზე, რომ ქართული მიწისთვის უკანასკნელად შეგვეხედა. საუბედუროდ, ირგვლივ ჯანღი შემოკვროდა. ნაპირი აღარა ჩანდა..."
     გემებით "მარიათი" და "ვესტათი" დაიწყო დევნილი ქართველების მოგზაურობა ევროპისაკენ. პირველი ნავსადგური, სადაც მათ მოუწიათ შეჩერება სტამბოლი იყო.
     სტამბოლი - უძველესი კონსტანტინეპოლი მაშინ ოსმალთა იმპერიის დედაქალაქი იყო. 1921 წლისათვის ოსმალეთი იყო ორად გაყოფილი - ერთ მხარეს ოსმალთა სულთანი  და მისი მომხრეები იდგნენ, მეორე მხარეს - ქემალ ფაშა და მისი მომხრეები, რომლებიც ახალ  ოსმალეთს უყრიდნენ საფუძველს. მათ ანგორის მთავრობას (თანამედროვე ქალაქი ანკარა) უწოდებდნენ ადგილმდებარეობის მიხედვით.
     "კონსტანტინოპოლში 69 იუნკერი ჩამოვიდა. თვეები გადის და ლტოლვილთა ბედი კი არ ირკვევა, პირიქით, ამ ხალხს ღვთის ანაბარად ტოვებენ. მაშინ იუნკერი შინ, სამშობლოში დაბრუნდა. დანარჩენ იუნ­კერთა საკითხი კვლავ ღია რჩე­ბოდა», - წერდა გენერალი გიორგი კვინიტაძე. მისი შუამდგომ­ლობით, ხუთი იუნკერი: 
  1. გიორგი ოდიშელიძე, 
  2. კუკური თოხაძე,
  3.  ივანე ვაჩნაძე, 
  4. ჭინჭარაძე და 
  5. კინწურაშვილი 
საფრან­გეთის "სენ-სირის" სამ­ხედ­რო სასწავლებელმა მიიღო. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ისინი კოლონიალურ ჯარებში მსახურობდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს მონაწილეობა მიიღეს გერმანელებთან ბრძოლაში. ზოგიერთმა პოლკოვნიკის ხარისხს მიაღწია, ზოგმა ლეგიის საპატიო ორდენი მიიღო. დაჯილდოებულ იქნენ სხვა სამხედრო ჯილდოებითაც. ამის შემდეგ მათი ბედი უცნობია.
 
    სა­ბერ­ძნეთმა 13 კაცი მიიღო ათენის სამხედრო სკოლაში,  ესენი იყვნენ: 
  1. დავით ლაღიძე
  2. დიმიტრი  ლაღიძე
  3. ვლადიმერ ლაღიძე
  4. სვიმონ კობიაშვილი
  5. ილარიონ ლობჟანიძე
  6. ვლადიმერ ციბაძე
  7. ნიკოლოზ მათიკაშვილი (ცნობილი ქართველი პოეტის გიორგი ლეონიძის ღვიძლი დეიდაშვილი)
  8. ლადო მახარაძე
  9. ფარნაოზ ნაცვლიშვილი
  10. სვიმონ აბაშიძე
  11. შოთა ნიკოლაძე
  12. ივანე ნინუაშვილი
ეს ხალხი მოგვიანებით, ბალკანეთში გართულებული პოლიტიკური ვითარების გამო, იძულებული გახდა 1922 წლის შემოდგომაზე საბერძნეთიდან პოლონეთის სამხედრო სასწავლებელში გადასულიყო სწავლის გასაგრძელებლად.
       საბერძნეთის სკოლა იუნკრების გადმოცემით, იყო ორწლიანი და საინტერესო,  შინაარსიანი პროგრამა ჰქონდა. პირველ წელს პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობის გვერდით დიდი ადგილი ჰქონდა დათმობილი ზოდაგსაგანმანათლებლო საგნებს. კერძოდ, მათემათიკას, ისტორიას, მართლმსაჯულებას, ჯარის მომარაგებას, ტოპოგრაფიას. მეორე წელს უფრო დაწვრილებით ეცნობოდნენ სამხედრო ხელოვნებას სპეციალობის მიხედვით. მაგ: ქვეითთა ჯარი, არტილერია, ცხენოსნობა, საინჟინრო დარგები.
 რჩე­ბოდა კიდევ 30-მდე იუნ­კერი, რომელთა მიმართაც საბჭოთა ხე­ლის­უფ­ლებამ გამოიტანა დად­გენი­ლება, დაებრუნებინათ სამ­შობ­ლოში. იუნკრებმა დაბ­რუნე­ბაზე უარი განა­ცხა­დეს.  


პოლონეთის სკოლა.

     პოლონეთის სამხედრო სწავლება ითვალისწინებდა, რომ ოფიცერს ჯერ ერთწლიანი ე.წ. "პოდხორუნაჟების" სკოლა უნდა დაემთავრებინა და შემდეგ ორწლიანი სკოლა თავისი სპეციალობის მიხედვით. სკოლის ინსტრუქტორ-მასწავლებლები პირველ მსოფლიო ომში გამოცდილი ოფიცრებისგან შედგებოდა. დიდი ყურადღება ექცეოდა ფიზიკურ აღზრდას, ამტანობის გამომუშავებას. ამის გარდა, ყოველი სასწავლო წლის დასასრულს იუნკრები პრაქტიკას გადიოდნენ სხვადასხვა პოლკებში. 
       სამხედრო სკოლის დამთავრების შემდეგ, იუნკრებმა მიიღეს ოფიცრის ხარისხები და გადანაწილდნენ პოლონეთის სხვადასხვა პოლკებში.
      ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობა  რომ არ დაეკარგათ,  მათ შექმნეს  ორგანიზაცია "იუნკერთა კავშირი"

Комментариев нет:

Отправить комментарий