вторник, 29 мая 2012 г.

მარო მაყაშვილი

მარო მაყაშვილს მუდმივად იუნკრების გვერდით მოიხსენიებენ.....
ის მხოლოდ 19 წლის იყო. " კოტე მაყაშვილის დედოფალივით გაზრდილი ასული, ლამაზი, სათნო და ჭკვიანი" 
17 თებერვალს მოწყალების დად ჩაეწერა მოხალისეთა შორის.
ორიოდე დღე ფრონტზე...

 ორად-ორი ბარათი... 

«საყვარელო მამა, მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთ პოზიციიდან ნახევარ ვერსზე ვართ, მეორისგან - 5 თუ 7-ზე. ძალიან სცხებენ ჩვენები. ყველანი ძალიან მადლიერნი არიან ჩემით. ცოტა თხილი და რამე ტკბილი გამომიგზავნეთ, თუ რასაკვირველია შესაძლებელია. თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს.
 შენი მარო».
«...ისე არა სცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!“
18 თებერვალი.



მაროს თებერვლის თოვლსა და ტალახში, სისხლსა და სიკვდილში ნირი არ შესცვლია, ცრემლით აცილებდა სულთმობრძავ მეგობრებს, ცოცხლებს ჭრილობებს უხვევდა... შემდეგ ტყვია თავადაც მოხვდა... წავკისის მიმართულებით, დაჭრილებით სავსე ორთვალათი მიმავალს მტრის ყუმბარამ კეფა შეუნგრია...
ეს 19 თებერვალს მოხდა........... 

                                                 რას გვიამბობენ მაროზე.....

 


ქაშვეთში გადმოასვენეს და ნატყვიარი რომ დაეფარათ, ლამაზი თავი თეთრი ხილაბანდით შეუკრეს. ის უკვე აღარ იყო პატარა ქართველი ქალი, გმირად იქცა და მთელი საქართველო დასტიროდა...


წირვას აღავლენდა დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე.

მარო «სობოროს» ეზოში 23 თებერვალს, დღის 12 საათზე დაკრძალეს
 "სობორო" - რუსული სამხედრო ტაძარი, რომელიც თანამედროვე პარლამენტის ადგილზე იდგა თბილისში......
მარო მაყაშვილის  დღიური

2 комментария: