მარო მაყაშვილს მუდმივად იუნკრების გვერდით მოიხსენიებენ.....
ის მხოლოდ 19 წლის იყო. " კოტე მაყაშვილის დედოფალივით გაზრდილი ასული, ლამაზი, სათნო და ჭკვიანი" 17 თებერვალს მოწყალების დად ჩაეწერა მოხალისეთა შორის.
ორიოდე დღე ფრონტზე... ორად-ორი ბარათი...
«საყვარელო მამა, მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთ პოზიციიდან ნახევარ ვერსზე ვართ, მეორისგან - 5 თუ 7-ზე. ძალიან სცხებენ ჩვენები. ყველანი ძალიან მადლიერნი არიან ჩემით. ცოტა თხილი და რამე ტკბილი გამომიგზავნეთ, თუ რასაკვირველია შესაძლებელია. თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს.
შენი მარო».
«...ისე არა სცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!“
18 თებერვალი.
მაროს თებერვლის თოვლსა და ტალახში, სისხლსა და სიკვდილში ნირი არ შესცვლია, ცრემლით აცილებდა სულთმობრძავ მეგობრებს, ცოცხლებს ჭრილობებს უხვევდა... შემდეგ ტყვია თავადაც მოხვდა... წავკისის მიმართულებით, დაჭრილებით სავსე ორთვალათი მიმავალს მტრის ყუმბარამ კეფა შეუნგრია...
ეს 19 თებერვალს მოხდა...........
რას გვიამბობენ მაროზე.....
ქაშვეთში გადმოასვენეს და ნატყვიარი რომ დაეფარათ, ლამაზი თავი თეთრი ხილაბანდით შეუკრეს. ის უკვე აღარ იყო პატარა ქართველი ქალი, გმირად იქცა და მთელი საქართველო დასტიროდა...
წირვას აღავლენდა დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე.
მარო «სობოროს» ეზოში 23 თებერვალს, დღის 12 საათზე დაკრძალეს
"სობორო" - რუსული სამხედრო ტაძარი, რომელიც თანამედროვე პარლამენტის ადგილზე იდგა თბილისში......
ის გახლდათ პოლკოვნიკი, უაღრესად კეთილშობილი პიროვნება, ხელმძღვანელი იუნკერთა სასწავლებლისა. იუნკრები მას ძალიან დიდი სიყვარულით იხსენებენ. "პოლკოვნიკმა ალექსანდრე ჩხეიძემ მოუპოვა იუნკერთა სკოლას გმირთა სახელი და დიახ, რომ ღირსია პატივით მოხსენიებისა. დადგება ალბათ დრო, რომ მომავალი ისტორიკოსი თავის ადგილს მიუჩნევს სამშობლოსთვის დაღუპულ გმირთა შორის." - ამბობდნენ ალექსანდრე ჩხეიძეზე. დამოუკიდებლობის პერიოდში იგი სამხედრო სასწავლებლის შენობაში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. ალექსანდრე ჩხეიძე გახლდათ გენერალ გიორგი კვინიტაძის სიძე, დის ქმარი. ჰყავდა ორი ტყუპი ვაჟი. სამწუხაროდ, ორივე 1939წ.-მდე დაკარგა უცხოეთში. საქართველოს გარეთ გახიზნული პოლკოვნიკი თვალს არ აშორებდა იუნკერთა ყოფას. ბინას მუდამ მათ სიახლოვეს ქირაობდა, რომ მათი დავაჟკაცების, აღზრდისა და წვრთნისათვის თვალი ედევნებინა. ასე იყო ჯერ თურქეთში და შემდეგ პოლონეთში ყოფნისას...
სიცოცხლის ბოლო წლებში პოლკოვნიკი ჩხეიძე ქალაქ ლვოვში ცხოვრობდა. ლვოვი მეორე მსოფლიო ომამდე პოლონეთის შემადგენლობაში შედიოდა. 1939წ. 23 აგვისტოს მოლოტოვ-რიბენტროპის ცნობილი პაქტით საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს. უკვე გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და უგზო-უკვლოდ გააქრეს. უპატრონოდ და უსახსროდ დარჩენილი მისი მეუღლე, სოფიო კვინიტაძე - ორშვილ და ქმარდაკარგული, ხანში შესული და სუსტი ქალბატონი, ძროხების მწველავად გადაასახლეს "თურქესტანში" . მძიმე და უჩვეულო შრომა დამღუპველი აღმოჩნდა მისთვის. სოფიო დაავადდა და საქართველოში დაბრუნებული მოკლე ხანში გარდაიცვალა...
"მზე ჩასვლაზე იყო თოვლით დაფარულ კოჯრის მაღლობზე რომ ავედით. მაშინათვე პოლკოვნიკ ჩხეიძის მითითებით პოზიციების დაკავებას და მოწყობას შევუდექით. საქმე არც ისე ადვილი იყო. ციოდა. თოვლით დაფარულ, ღრმად გაყინულ მიწის სანგრებად და ძნელად მისადგომ პოზიციებად გადაქცევა დიდ ჯაფას მოითხოვდა."
ბრძოლები საკმაოდ მძიმე იყო და არც იუნკრებს ჰქონიათ ადვილი პირობები. ისინი 20-23 წლის ახლაგაზრდები იყვნენ. "არც ტანსაცმელი გააჩნდათ ამინდის შესაფერი, საზაფხულო სამოსელზე თხელი, წყლისგაუმტარი, სითბოს მოკლებული ხელოვნური იტალიური ქსოვილისაგან შეკერილი პალტოები გვეცვა. ჩვენ ტანსაცმელში (ცხვრითა და მატყლით მდიდარ ქვეყანაში), ერთი ღერი მატყლიც არ ერია. დღისით სანგრებში ყოფნისას ტანსაცმელი წყლით იჟღინთებოდა, ღამით ფიცრებად იყინებოდა და იარაღის მოხმარებასა და მოძრაობას გვიძნელებდა, ოღონდ გულში იმდენი ძალა შეგვწევდა, რომ ამ სიძნელეებისთვის ანგარიში არ გაგვეწია და მტრის ყოველ მოძრაობას დროზე და შესაფერად შევხვედროდით. მოკლედ ჩვენ სულისკვეთებაზე ვერავითარი სიძნელე ვერ მოქმედებდა და ვერ გვასუსტებდა. სიკვდილზე არც არავინ ფიქრობდა და არც შეგვშინებია.... შიგა და შიგ ჯანღი რომ ჩამოწვებოდა წრე შეგვიკრავს და სიმღერა და ცეკვა წამოგვიწყია.... შორიდან რომ მოეკრა ვინმეს ყური, რას იფიქრებდა, რომ ყველაფერი ეს გაჩაღებული ბრძოლების დროს ხდებოდა...."
ბრძოლისველზეგმირულადდაეცნენ
ალექსანდრე ახვლედიანი
პლატონ დოლიძე
შალვა ერისთავი
პავლე იაკობაშვილი
ლევან კანდელაკი
ოთარ ლორთქიფანიძე
მიხეილ ლოლუა
ილია ჯანდიერი
იოსებ ჯანდიერი
არჩილ ჯანდიერი
გიორგი ანდრონიკაშვილი
გიორგი ზედგინიძე
გიორგი იაშვილი
ვახტანგ ისკანდერაშვილი
ივანე კერესელიძე
რევაზ ფავლენიშვილი
ივანე ჯამასპიშვილი
გრიგოლ კიკიანი
პალიკო ბეშქენაძე (მოხალისე)
ნიკოლოზ ზანდუკელი
ნიკოლოზ სტურუა
მიხეილ თუმანიშვილი
ნიკოლოზ კალანდარიშვილი
გენო ქარუმაძე
ვანო მუჯირიშვილი
სანდრო მუჯირიშვილი
ჯიშკარიანი (ჯარისკაცი)
ირაკლი თოიძე (კაპიტანი)
ბესარიონ კემულარია (შტაბს-კაპიტანი)
არჯევან ანანიაშვილი (მაიორი)
გაბრიელ გეხტმანი
მიხეილ იოსელიანი
გერონტი არჩვაზე (მოხალისე)
მტერი თბილისისკენ მარავალი მხრიდან მოიწევდა. კერძოდ,
საბჭოთა არმია (მე-8, მე-9, მე-11, მე-13 წითელი არმიები, ბუდიონის და ჟლობის კავალერიები) საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე მხრიდან შემოიჭრა.
იხილეთ 1921წ. 11 თებერვლის რუკა
იქმნებოდა ქალაქის ალყაში მოქცევის და მთელი ჯარის განადგურების საშიშროება. 1921წ. 24 თებერვლის ღამით უკანდახევის საბედისწერო ბრძანება გაიცა....
1921წ. 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის არმია თბილისში შემოვიდა.........
კოლაუ ნადირაძე - 25 თებერვალი 1921 წელი
იუნკრები
«თბილისის გასაბჭოების მეორე დღეს, 26 თებერვალს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო.
წინ მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველ ჭაბუკთა გვამები ესვენა. ხოლო უკან, ნელი ნაბიჯით, მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია ამ პროცესიისათვის ხელი შეეშალა», იხსენებს ამ ტრაგიკული მოვლენების შემსწრე გერონტი ქიქოძე
უკანდახევისას მთელი გზა ბათუმამდე ბრძოლით გაიარეს იუნკრებმა.
"ბათუმში გაურკვეველი მდგომარეობა დაგვხვდა. სადგური, ქუჩები, მოედნები სავსე იყო ჯარებით, გვერდით კი იმავე ქუჩებში პატარ-პატარა წითელი ფესებდახურული შეიარაღებული ოსმალეთის ჯარისკაცთა ჯგუფები დადიოდნენ. ზღვაზეც მოჩანდა თეთრიალქნიანი ჯარისკაცებით სავსე მოზრდილი ნავები. მთის მწვერვალებზე მყოფი სიმაგრეებიდან სროლის ხმა მოისმოდა.
წესრიგის აღსადგენად და მორალის ასამაღლებლად გენ. კვინიტაძემ აღლუმის ჩატარება ბრძანა. დაფაცურდნენ უფროსები. წესრიგში მოიყვანეს ნაწილები.....ბათუმის ოსმალთაგან გაწმენდა გენ. კვინიტაძემ გენ. მაზნიაშვილს მიანდო. ამ საქმეში მას ბოლშევიკთა ჯარებიც ეხმარებოდნენ...." (ნ, მათიკაშვილი, მ. კვალიაშვილი.)
ბათუმში დამფუძნებელი კრების უკანასკნელ სხდომაზე 1921წ. 21 თებერვალს გადაწყდა, რომ მთავრობა საქართველოს ტოვებს და მიემგზავრება დასავლეთ ევროპაში იმ იმედით, რომ იქიდან შეეცდება პოლიტიკური ზომებით საქართველოს გათავისუფლებას ბოლშევიკური ხელისუფლებისაგან. მთავრობას მიჰყვებოდა მთავარსარდალი და ყველა პოლიტიკური მოღვაწე, ვისაც კი აქ დარჩენის შემთხვევაში რაიმე საფრთხე მოელოდა ახალი ხელისუფლებისგან.
იუნკრებს გამოუცხადეს, "რომ ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია სამშობლო დატოვოს. საზღვარგარეთ მთავრობა ზომებს მიიღებს მათ ევროპის სახელმწიფოთა სამხედრო სასწავლებლებში მოსაწყობად.......გამოგვიცხდეს და საფიქრალშიც ჩაგვაგდეს., დავრჩეთ თუ წავიდეთ? დარჩენა მტრის სამსახურში ჩადგომას ნიშნავდა, წასვლით კი შეიძლება უცხოეთში უმაღლესი ცოდნა მიგვეღო და მომავალში განთავისუფლებულ საქართველოში ცოდნით აღჭურვილნი დავბრუნებულიყავით....ზოგმა ჩვენგანმა სახლში დაბრუნება არჩია. "გავინაწილებთო სამშობლოს ბედსო და მშობლებსაც ხომ პატრონობა უნდაო". უმრავლესობამ სამშობლოდან გასვლა არჩია" (ნ, მათიკაშვილი, მ. კვალიაშვილი.)
1921წ. 11 თებერვალს გათენებისას საყვირის განგაშით მშვიდად მიძინებული სკოლა ფეხზე წამოყარეს. გავრცელდა ცნობა, რომ "სანაანსა და ბორჩალოს მაზრებში ჩვენ სანაპირო ჯარებს თავს დასხმია სომხების ჯარი..." მოკლე ხნის
განმავლობაში სკოლა დანიშნულ ადგილს მოეწყო და დაახლოებით დილის 10 სთ-ზე ტაბახმელასკენ გაემართა.
"წინ ცხენზე ამხედრებული პოლკოვნიკი ჩხეიძე მიგვიძღოდა თავისი მცირე ამალით, - იხსენებს ერთ-ერთი კურსანტი, - მას სამხედრო ორკესტრი მოსდევდა და მერე ჩვენ. საიდან გაიგო თბილისის საზოგადოებამ, რომ სწორედ ამ დროს სკოლა ფრონტზე მიდიოდა. ქუჩები სავსე იყო ხალხით, დიდებით და პატარებით, მშობლებით, თანამგრძნობით, ნათესავებით. თოფები სმენაზე გვქონდა მხარზე აყუდებული. მწყობრის სიზუსტის მოთხოვნილებები საშუალებას არ გვაძლევდა თავი მიგვებრუნებინა და საზოგადოების განწყობილება გაგვენაწილებინა....მზე ჩასვლაზე იყო თოვლით დაფარულ კოჯრის მაღლობზე რომ ავედით."
შენობა, სადაც განთავსებული იყო იუნკერთა სასწავლებელი.
1919 წელს გენერალ გიორგი კვინიტაძის ინიციატივით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) დადგენილებით, თბილისში დაარსდა იუნკერთა ქართული ორწლიანი სასწავლებელი. სასწავლებელში, ძირითადად, ქართველ თავადაზნაურთა შვილები სწავლობდნენ. სამხედრო ხელოვნებას ეუფლებოდა სულ 182 იუნკერი («უნკერ» გერმანულად თავადაზნაურული წარმოშობის უნტერ-ოფიცერს ნიშნავს).
ეს იყო პირველი ქართული ეროვნული სამხედრო სასწავლებელი, რომლის სასწავლო პროგრამა იმჟამინდელი ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას ზედმიწევნით ითვალისწინებდა. ალ. ჩხეიძე
სკოლის პირველი უფროსი გენერალი გ. კვინიტაძე იყო. მას შემდეგ, რაც გ. კვინიტაძე საქართველოს ჯარის მთავარსარდლად დაინიშნა, სკოლას სათავეში ჩაუდგა მისი მოადგილე, პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე. იუნკრების თქმით "ჩხეიძემ მოუპოვა იუნკერთა სკოლას გმირთა სახელი და დიახ, რომ ღირსია პატივით მოხსენიებისა. დადგება ალბათ დრო, რომ მომავალი ისტორიკოსი თავია ადგილს მიუჩნევს სამშობლოსთვის დაღუპულ გმირთა შორის."
სკოლა იყო ორწლიანი.
პირველ წელს ხდებოდა საერთო თეორიული და პრაქტიკული სწავლება, ხოლო მეორე წელს სწავლება იყო დიფერენცირებული
ქვეითთა ჯარის
მესანგრეთა ჯარის
ცხენოსანთა ჯარის
სარტილერიო დარგებად.
სასწავლებელში ლექციებს კითხულობდნენ ცნობილი ქართველი გენერლები: გიორგი კვინიტაძე, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და სხვ. ასევე ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ვასილ ბარნოვი. პრაქტიკულ დარგს კი ასწავლიდნენ სათანადო დარგის რჩეული ოფიცრობა. გენ. კვინიტაძე ინტერვიუ გიორგი კვინიტაძესთან - 1968 წელი https://soundcloud.com/radioliberty60/1968-1
სასწავლო პროგრამა ითვალისწინებდა ისეთი საგნების სწავლას, როგორიცაა: სამხედრო ისტორია ტაქტიკა ტოპოგრაფია ფორტიფიკაცია საქართველოს ისტორია ქართული ლიტერატურა
და სხვ.
"სწავლა დილიდან საღამომდე მიმდინარეობად, - იხსენებენ კურსანტები ნ. მათიკაშვილი და მ. კვალიაშვილი, - დილით - თეორიულ და საღამოს - პრაქტიკულ დარგებში, გაკვეთილებს შორის, ხანმოკლე დასვენებისას, ეზოში ცეკვა-სიმღერას ვაჩაღებდით. ჩვენ შორის ბევრი აღმოჩნდა მშვენიერი ხმის მქონე, ხალხური სიმღერების მცოდნე ცეცხლოვანი ენერგიით აღჭურვილი ადამიანები....ხანდახან ორად გაყოფილნი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენაღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მომღერლები."
ამ ღვთივკურთხეულ დღეს 117 წელი ელოდნენ ქართველები. როგორც იქნა გამოცხადდა ნანატრი დამოუკიდებლობა 1918წლის 26 მაისს.
დაიწყო აღმშენებლობითი შრომა და ბრძოლა, მაგრამ იმ მსოფლიოურ ქარტეხილებში დიდხანს არ გაგრძელებულა ეს სიხარული. დამოუკიდებელმა ქვეყანამ მხოლოდ 2 წელი და 9 თვე იარსება. 1921წ. 12 თებერვალს საბჭოთა რუსეთი ომის გამოუცხადებლად თავს დაესხა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. ამ აქტით საბჭოთა მთავრობამ ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე დაარღვია 1920წ. 7 მაისის ხელშეკრულება, რომლითაც აღიარა საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტი.
ენერგიულად ამოქმედდა თურქეთიც, რათა ხელი მოეთბო საქართველოს ისტორიული მიწა-წყლით.
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაჩაღდა უთანასწორო ბრძოლები. მათ შორის, ვინც თავი ისახელა ამ ბრძოლებში, იყვნენ თბილისის იუნკერთა სკოლის აღზრდილები, რომლებმაც განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინეს კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ სისხლისმღვრელ ბრძოლებში. იხილეთ რუკა
დამოუკიდებელი საქართველოს უკანასკნელი გმირული ბრძოლა
1921წ. თებერვალში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკრები