суббота, 26 мая 2012 г.

1921წ.



     ამ ღვთივკურთხეულ  დღეს 117 წელი ელოდნენ ქართველები. როგორც იქნა გამოცხადდა ნანატრი დამოუკიდებლობა 1918წლის 26 მაისს.

 დაიწყო აღმშენებლობითი შრომა და ბრძოლა, მაგრამ  იმ მსოფლიოურ ქარტეხილებში დიდხანს არ გაგრძელებულა ეს სიხარული. დამოუკიდებელმა ქვეყანამ მხოლოდ 2 წელი და 9 თვე იარსება.
  1921წ. 12 თებერვალს საბჭოთა რუსეთი ომის გამოუცხადებლად თავს დაესხა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. ამ აქტით საბჭოთა მთავრობამ ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე დაარღვია 1920წ. 7 მაისის ხელშეკრულება, რომლითაც აღიარა საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტი.
        ენერგიულად ამოქმედდა თურქეთიც, რათა ხელი მოეთბო საქართველოს ისტორიული მიწა-წყლით.
       საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაჩაღდა უთანასწორო ბრძოლები. მათ შორის, ვინც თავი ისახელა ამ ბრძოლებში, იყვნენ თბილისის იუნკერთა სკოლის აღზრდილები, რომლებმაც განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინეს კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ სისხლისმღვრელ ბრძოლებში.
 იხილეთ რუკა 

                      დამოუკიდებელი საქართველოს უკანასკნელი გმირული ბრძოლა



      1921წ. თებერვალში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკრები

Комментариев нет:

Отправить комментарий