1921წ. 11 თებერვალი

ტაბახმელასკენ მიმავალი იუნკრები


1921წ. 11 თებერვალს გათენებისას  საყვირის განგაშით მშვიდად მიძინებული სკოლა ფეხზე წამოყარეს. გავრცელდა ცნობა, რომ "სანაანსა და ბორჩალოს მაზრებში ჩვენ სანაპირო ჯარებს თავს დასხმია სომხების ჯარი..." მოკლე ხნის
 განმავლობაში სკოლა დანიშნულ ადგილს მოეწყო  და დაახლოებით დილის 10 სთ-ზე ტაბახმელასკენ გაემართა.
         "წინ ცხენზე ამხედრებული პოლკოვნიკი ჩხეიძე მიგვიძღოდა თავისი მცირე ამალით, - იხსენებს ერთ-ერთი კურსანტი, - მას სამხედრო ორკესტრი მოსდევდა და მერე ჩვენ. საიდან გაიგო თბილისის საზოგადოებამ, რომ სწორედ ამ დროს სკოლა ფრონტზე მიდიოდა. ქუჩები სავსე იყო ხალხით, დიდებით და პატარებით, მშობლებით, თანამგრძნობით, ნათესავებით. თოფები სმენაზე გვქონდა მხარზე აყუდებული. მწყობრის სიზუსტის მოთხოვნილებები საშუალებას არ გვაძლევდა თავი მიგვებრუნებინა და საზოგადოების განწყობილება გაგვენაწილებინა....მზე ჩასვლაზე იყო თოვლით დაფარულ კოჯრის მაღლობზე რომ ავედით."

იუნკრები

Комментариев нет:

Отправить комментарий