იუნკერთა სკოლა

















შენობა, სადაც განთავსებული იყო იუნკერთა სასწავლებელი.  


 1919 წელს გენერალ გიორგი კვინიტაძის ინიციატივით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) დადგენილებით, თბილისში დაარსდა იუნკერთა ქართული ორწლიანი სასწავლებელი. სასწავლებელში, ძირითადად, ქართველ თავადაზნაურთა შვილები სწავლობდნენ. სამხედრო ხელოვნებას ეუფლე­ბოდა სულ 182 იუნკერი («უნკერ» გერმანულად თავადაზნაურული წარმოშობის უნტერ-ოფი­ცერს ნიშნავს).
ეს იყო პირველი ქართული ეროვნული სამხედრო სასწავლებელი, რომლის სასწავლო პროგრამა იმჟამინდელი ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას ზედმიწევნით ითვალისწინებდა.
                                                                     ალ. ჩხეიძე
სკოლის პირველი უფროსი გენერალი გ. კვინიტაძე იყო. მას შემდეგ, რაც გ. კვინიტაძე საქართველოს ჯარის მთავარსარდლად დაინიშნა, სკოლას სათავეში ჩაუდგა მისი მოადგილე, პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე.  იუნკრების თქმით "ჩხეიძემ მოუპოვა იუნკერთა სკოლას გმირთა სახელი და დიახ, რომ ღირსია პატივით მოხსენიებისა. დადგება ალბათ დრო, რომ მომავალი ისტორიკოსი თავია ადგილს მიუჩნევს სამშობლოსთვის დაღუპულ გმირთა შორის."
                                                                    
 სკოლა იყო ორწლიანი.
პირველ წელს ხდებოდა საერთო თეორიული და პრაქტიკული სწავლება, ხოლო მეორე წელს სწავლება იყო დიფერენცირებული

  1. ქვეითთა ჯარის
  2. მესანგრეთა ჯარის
  3. ცხენოსანთა ჯარის
  4. სარტილერიო დარგებად.                                       
სასწავლებელში ლექციებს კითხულობდნენ ცნობილი ქართველი გენერლები: გიორგი კვინიტაძე, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და სხვ. ასევე ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ვასილ ბარნოვი. პრაქტიკულ დარგს კი ასწავლიდნენ სათანადო დარგის რჩეული ოფიცრობა.
                                                                                   გენ. კვინიტაძე  
 
  ინტერვიუ გიორგი კვინიტაძესთან - 1968 წელი 
 https://soundcloud.com/radioliberty60/1968-1  

გენერალი კვინიტაძის აუდიოჩანაწერი
                                                                             
                 
სასწავლო პროგრამა ითვალისწინებდა ისეთი საგნების სწავლას, როგორიცაა:
სამხედრო ისტორია
ტაქტიკა
ტოპოგრაფია
ფორტიფიკაცია
საქართველოს ისტორია
ქართული ლიტერატურა
და სხვ.

"სწავლა დილიდან საღამომდე მიმდინარეობად, - იხსენებენ კურსანტები  ნ. მათიკაშვილი და მ. კვალიაშვილი, - დილით - თეორიულ და საღამოს - პრაქტიკულ დარგებში, გაკვეთილებს შორის, ხანმოკლე დასვენებისას, ეზოში ცეკვა-სიმღერას ვაჩაღებდით. ჩვენ შორის ბევრი აღმოჩნდა მშვენიერი ხმის მქონე, ხალხური სიმღერების მცოდნე ცეცხლოვანი ენერგიით აღჭურვილი ადამიანები....ხანდახან ორად გაყოფილნი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენაღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მომღერლები."

 ალ. ანდრონიკაშვილი









                   ვასილ ბარნოვი - მწერალი და საზ. მოღვაწე


Комментариев нет:

Отправить комментарий